სდსს უარყოფს - კვირის პალიტრა

სდსს უარყოფს

სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახური უარყოფს სხვადასხვა მედიასაშუალებით გავრცელებულ ინფორმაციას იმის თაობაზე, რომ პრეზიდენტის 2012 წლის 26 დეკემბრის #1134 ბრძანებულებით, პრეზიდენტის, პარლამენტის თავმჯდომარის, პრემიერ-მინისტრისა და კათოლიკოს-პატრიარქის დაცვის ხარჯები სახელმწიფო ბიუჯეტში აღარ იქნება გათვალისწინებული. სდსს-ს განცხადებით, შესაბამისი დაცვის ღონისძიებები სრული მასშტაბით დაფინანსდება სამსახურისთვის გამოყოფილი საბიუჯეტო სახსრებიდან.