ურთიერთბრალდებები ტრაგედიის ფონზე - კვირის პალიტრა

ურთიერთბრალდებები ტრაგედიის ფონზე

2 იანვარს პატრულის თანამშრომელი გიორგი თექთუმანიშვილი ავტოავარიის ოქმს აფორმებდა, როდესაც სხვა ავტომანქანა მოცურდა და პოლიციელს დაეჯახა. თექთუმანიშვილი საავადმყოფოში გარდაიცვალა. როგორც შსს-ს განცხადებაში ნათქვამია, თექთუმანიშვილმა მეწყვილესთან ერთად და ასევე, ამ რაიონში მოძრავმა სხვა საპატრულო ეკიპაჟებმა, მოყინული გზის შესახებ მერიის ცხელ ხაზს 6-ჯერ აცნობეს, თუმცა მერიის შესაბამის სამსახურს არც ერთ შეტყობინებაზე რეაგირება არ მოუხდენია. საპასუხოდ, მერიამ შსს დისკრედიტაციის მცდელობაში დაადანაშაულა. მერიის განმარტებით, 6-ივე შეტყობინებაზე ოპერატიულად მოხდა რეაგირება და შეშელიძის ქუჩაზე მარილი დაიყარა, მაგრამ დაზიანებული მილიდან მომდინარე წყალი მარილს გზიდან რეცხავდა (სიუჟეტი იხ. www.palitratv.ge-ზე).