უარი ვიზებზე - კვირის პალიტრა

უარი ვიზებზე

შობის დღესასწაულთან დაკავშირებით ისრაელს საქართველოდან პილიგრიმთა დიდი ჯგუფები ვეღარ ესტუმრებიან. საქართველოს საპატრიარქოს რელიგიური ტურიზმის დეპარტამენტის წარმომადგენლის ნანა ბუაძის თქმით, ისრაელის შინაგან საქმეთა სამინისტროს მომლოცველთა 46-კაციანი სია გადაუგზავნეს, თუმცა, ყველა მათგანზე უარი მიიღეს. "ეს პირველი შემთხვევაა, რომ საქართველოდან მომლოცველთა დიდი ჯგუფები დიდ დღესასწაულზე ისრაელში ვეღარ ჩავლენ"", - განაცხადა ნანა ბუაძემ. მისივე თქმით, პილიგრიმთა ჯგუფებზე უარი მიიღეს იმ ტურისტულმა კომპანიებმაც, რომლებსაც საქართველოდან ისრაელში მომლოცველები მიჰყავდათ. რელიგიური ტურიზმის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, მიტროპოლიტი საბა ისრაელის შსს-ს მიერ მომლოცველთათვის ვიზებზე უარის თქმას ქართველი მომლოცველების ისრაელში არალეგალურად დარჩენის ფაქტებს უკავშირებს. საქართველოს ელჩი ისრაელში არჩილ კეკელია კი მიზეზად ტექნიკურ საკითხებს ასახელებს (სიუჟეტი იხ. www.palitratv.ge-ზე).