ელჩები გამოიწვიეს - კვირის პალიტრა

ელჩები გამოიწვიეს

პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ზოგიერთი ქვეყნიდან საქართველოს სრულუფლებიანი და საგანგებო ელჩების გამოწვევის გადაწყვეტილება მიიღო. სამსახურებრივ მოვალეობას აღარ შეასრულებენ ის ელჩები, რომლებმაც საკუთარი გადაწყვეტილებით დატოვეს თანამდებობები, და ისინი, ვისაც როტაციის წესით სამუშაო მივლინების ვადა ეწურებათ. ქვეყნის პირველმა პირმა გამოიწვია ის დიპლომატებიც, რომელთა შესახებაც გადაწყვეტილება მთავრობასთან კონსულტაციის საფუძველზე იქნა მიღებული. გარდა ამისა, პრეზიდენტმა საფრანგეთში საქართველოს ელჩის ვაკანტურ თანამდებობაზე მთავრობის მიერ შეთავაზებული კანდიდატურა წარადგინა. გავრცელებული ინფორმაციით, ამ თანამდებობაზე შესაძლოა, ეკა სირაძე-დელონე დაინიშნოს.