"ჩვენი ვალი ღირსეულად მოქცევაა" - კვირის პალიტრა

"ჩვენი ვალი ღირსეულად მოქცევაა"

"ჩვენი ვალია, ღირსეულად მოვექცეთ მათ, ვინც ნებსით თუ უნებლიეთ ემსახურებოდა სიცრუესა და ძალადობას. ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ მათაც შეძლონ საზოგადოებაში ღირსეული ადგილის მოპოვება", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა თავის საახალწლო მილოცვაში.  ივანიშვილის თქმით, საქართველოში სამართლიანობის აღდგენის სრულიად გამჭვირვალე პროცესი მიმდინარეობს. "ორ თვეზე ცოტა მეტია გასული, რაც მუშაობა დაიწყო ახალმა პარლამენტმა და ჩამოაყალიბა ახალი მთავრობა. დამეთანხმებით, ეს არცთუ ისე დიდი დროა, მაგრამ ქვეყანაში დაიწყო ყველაზე მთავარი - კანონის უზენაესობის დამკვიდრება, პოლიტიკური ანგარიშსწორებისა და სამართლის შერჩევითად გამოყენების სანაცვლოდ", - აღნიშნა პრემიერმა (სიუჟეტი იხ. www.palitratv.ge-ზე).