ულტიმატუმი პრეზიდენტს - კვირის პალიტრა

ულტიმატუმი პრეზიდენტს

გაერთიანება "ერთსულოვნების" ორგანიზებით, თბილისში პრეზიდენტის რეზიდენციასთან და რეგიონებში მიხეილ სააკაშვილის გადადგომის მოთხოვნით აქციები გაიმართა. აქციის მონაწილეებმა სააკაშვილს 8-პუნქტიანი ულტიმატუმი წაუყენეს, რომლის მიხედვით, 2013 წლის 20 იანვრიდან სააკაშვილის ინაუგურაციიდან 5 წელი სრულდება და შესაბამისად, 21 იანვრიდან ის ქვეყნის პირველი პირი აღარ იქნება. ულტიმატუმში ნათქვამია, რომ თუ 20 იანვარს პრეზიდენტი არ გადადგება, ქვეყანაში ფართომასშტაბიანი საპროტესტო აქციები დაიწყება (სიუჟეტი იხ. www.palitratv.ge-ზე).