"საჭირო ხმები გვაქვს" - კვირის პალიტრა

"საჭირო ხმები გვაქვს"

დეპუტატ კობა დავითაშვილის განცხადებით, "ქართულ ოცნებას" უკვე აქვს პარლამენტში საკონსტიტუციო ცვლილებებისთვის საჭირო ხმები. მისი თქმით, პრეზიდენტს აღარ ექნება უფლება მთავრობის მოვალეობის შემსრულებლები დანიშნოს. როგორც დავითაშვილმა აღნიშნა, ცვლილება, რომელიც პრეზიდენტს ამ უფლებამოსილებას შეუზღუდავს, პრაქტიკულად უზრუნველყოფილია, რადგან დეპუტატთა ორი მესამედი შესაბამის კანონპროექტს მხარს დაუჭერს. დავითაშვილმა არ დააკონკრეტა, უმცირესობის რომელი წევრების ხარჯზე მოხერხდა საკონსტიტუციო ცვლილებებისთვის საჭირო ხმების მოგროვება (სიუჟეტი იხ. www.palitratv.ge-ზე).