პრეზიდენტის ხუთი პუნქტი - კვირის პალიტრა

პრეზიდენტის ხუთი პუნქტი

პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა "ქართულ ოცნებას" და ბიძინა ივანიშვილს თანამშრომლობის 5-პუნქტიანი გეგმა შესთავაზა. "პირველი - შევწყვიტოთ ერთმანეთის მიმართ აგრესიული და შეურაცხმყოფელი რიტორიკა; მეორე - უნდა შეწყდეს ოპოზიციის დევნის, დაჭერების, დაკითხვების, წარსულის უაზრო რევიზიისა და ალქაჯებზე ნადირობის რეპრესიული კამპანია; უნდა შეწყდეს თავისუფალი მედიის დევნა; მესამე - გავერთიანდეთ, რათა არ დავუშვათ საქართველოს დასავლეთთან ურთიერთობის შერყევა და არ შევაფერხოთ ჩვენი ქვეყნის ინტეგრაცია ევროატლანტიკურ სტრუქტურებში; მეოთხე - შეწყდეს შეტევა თვითმმართველობებზე; მეხუთე - ერთობლივი ძალისხმევით დავუბრუნოთ ნდობა ქართული ეკონომიკისადმი და საზოგადოდ საქართველოსადმი როგორც საერთაშორისო, ისე ადგილობრივ ბიზნესსაზოგადოებას", - განაცხადა პრეზიდენტმა. "ქართული ოცნების" ლიდერებმა სააკაშვილის შეთავაზება პოლიტიკურ აგონიად შეაფასეს.