პატრიარქს იუბილე მიულოცეს - კვირის პალიტრა

პატრიარქს იუბილე მიულოცეს

საქართველოში უწმინდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია II-ის აღსაყდრებიდან 35 წლისთავისა და დაბადებიდან 80 წლის იუბილესთან დაკავშირებული ღონისძიებები გაიმართა. სამების ტაძრის ახალგაზრდულ ცენტრში მრევლს ჰქონდა საშუალება, პირადად მიელოცა უწმინდესისთვის საიუბილეო თარიღები. უწმინდესმა მადლობა გადაუხადა უფალს, რომ შეაძლებინა, 35 წელი ემართა ეკლესია. მან ბრძანა, რომ ქედს იხრის წინაპრების, პატრიარქების, მეფეების, მამების წინაშე, სწორედ მათი ლოცვით შეძლო ყოფილიყო ეკლესიის წინამძღოლი. პატრიარქმა მოუწოდა მრევლს, შეინარჩუნოს რწმენა, სამშობლოს სიყვარული და არ მოსწყდეს საკუთარ ფესვებს, რადგან როდესაც ადამიანი საკუთარ ფესვებს სწყდება, სულიერად კვდება. უწმინდესმა მოუწოდა ხელისუფლებას, გაუფრთხილდეს ერს, ეცოდებოდეს და დახმარება აღმოუჩინოს გაჭირვებულებს. ფილარმონიაში პატრიარქის 80 წლის იუბილესადმი მიძღვნილი კონცერტი გაიმართა. უწმინდესს იუბილე მიულოცეს პოლიტიკოსებმა, ხელოვანებმა და საზოგადოების წარმომადგენლებმა. პატრიარქის იუბილეს ამიერკავკასიის მუსლიმთა საბჭოს თავმჯდომარეც, შეიხ-ალ-უვ-ისლამ ალაჰ შუქურ ფაშა ზადე დაესწრო (სიუჟეტი იხ. www.palitratv.ge-ზე).