ჟურნალისტური ექსპერიმენტი - კვირის პალიტრა

ჟურნალისტური ექსპერიმენტი

პოლონელმა ჟურნალისტებმა ექსპერიმენტი ჩაატარეს იმის დასადასტურებლად, რომ ქვეყნის სეიმის უსაფრთხოების ზომები დაცული არ არის. ჟურნალისტებმა საკანონმდებლო ორგანოში სამი კილოგრამი ასაფეთქებელი ნივთიერება ისე შეიტანეს, რომ არავის შეუმოწმებია. სეიმის სპიკერი ევა კოპაჩი ჟურნალისტთა საქციელმა აღაშფოთა და მას თავხედობა უწოდა. არადა, ექსპერიმენტი სწორედ მას შემდეგ ჩატარდა, რაც კოპაჩმა განაცხადა, - სეიმის უსაფრთხოება უმაღლეს დონეზეა დაცულიო.