მშობიარობა უფასო იქნება - კვირის პალიტრა

მშობიარობა უფასო იქნება

1-ელი ივლისიდან მშობიარობა უფასო იქნება. ჯანდაცვის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე დიმიტრი ხუნდაძის ინფორმაციით, ხარჯებს ერთიანი სადაზღვევო ფონდი დაფარავს, რომელიც უახლოეს პერიოდში შეიქმნება. გარდა ამისა, გაიზრდება სოციალურად დაუცველი ოჯახებისთვის განსაზღვრული შემწეობებიც. "ვემზადებით, შემოვიღოთ ერთიანი სადაზღვევო ფონდი. ეს კი იმას ნიშნავს, რომ თითოეული პაციენტი იქნება გარანტირებული; სახელმწიფო თითოეული მოქალაქის მიმართ ვალდებულებას აიღებს, რომ ჯანდაცვის მხრივ დაცული იქნება. 1-ელი ივლისიდან მშობიარობა უფასო იქნება. ასევე გაიზარდა შემწეობები სოციალურად დაუცველი ოჯახებისთვის", - განაცხადა ხუნდაძემ.