კურტანიძის ახალი ამპლუა - კვირის პალიტრა

კურტანიძის ახალი ამპლუა

ლუკა კურტანიძე პოლიციის აკადემიის პრორექტორად დაინიშნა. მისი თქმით,  თავის სპორტულ გამოცდილებას პოლიციის აკადემიის სტუდენტებს გაუზიარებს და ამავდროულად სპორტული ვარჯიშების ინოვაციური მეთოდების დანერგვასაც აპირებს. კურტანიძე პოლიციის აკადემიის პრორექტორის თანამდებობის გარდა, ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტის თანამდებობასაც ინარჩუნებს.