მერია სამინისტროს პლაგიატში ადანაშაულებს - კვირის პალიტრა

მერია სამინისტროს პლაგიატში ადანაშაულებს

ენერგეტიკის სამინისტრომ და "ყაზტრანსგაზმა" დაიწყეს პროექტი, რომელიც თბილისის მოსახლეობისთვის გაზისა და წყლის გამაცხელებლების უფასო შემოწმებას ითვალისწინებს. ამას თბილისის მერია გამოეხმაურა და ენერგეტიკის სამინისტროს ინიციატივის მითვისებაში ადანაშაულებს. მერიის მტკიცებით, მსგავს პროექტს მერია სამი წლის განმავლობაში  ახორციელებდა. ამასთან დაკავშირებით განცხადება მერიის სპიკერმა ბაჩო დოლიძემ გააკეთა.    "უხერხულად გვეჩვენება, როდესაც კონკრეტულ პროექტს ისე ფუთავენ, ვითომ ისინი არიან ავტორები",  - აცხადებენ მერიაში (სიუჟეტი იხ. www.palitratv.ge-ზე).