მიმართვა კალაძეს - კვირის პალიტრა

მიმართვა კალაძეს

კახი კალაძის ძმის, ლევან კალაძის მკვლელობაში მსჯავრდადებულმა ლევან ცინცაძემ შიმშილობა გამოაცხადა. მისი ადვოკატის, ირმა ჭკადუას თქმით, ცინცაძე თავს უდანაშაულოდ მიიჩნევს და საქმის ხელახლა გამოძიებას ითხოვს. "განსაკუთრებით დიდი ბოდიშის მოხდით ის მიმართავს ლევან კალაძის ძმას, კახი კალაძეს, რომ იქნებ ის მაინც დაინტერესდეს ამ საქმით. აცნობიერებს, რომ ოჯახისთვის ძალიან დიდი ტრაგედია მოხდა, მაგრამ მიაჩნია, რომ ოჯახი იმსახურებს, იცოდეს სიმართლე"", - აღნიშნა  ჭკადუამ. თავად კალაძის თქმით კი, თუ ლევან ცინცაძეს მიაჩნია, რომ უდანაშაულოა, შეუძლია საქმის გადახედვა მოითხოვოს, ის  ამას არ შეეწინააღმდეგება. "ძალიან დიდი დანაშაული და ძალიან დიდი ცოდვაა, როდესაც ადამიანს კლავ. ასევე, ძალიან დიდი დანაშაულია და დიდი ცოდვაა, თუ ადამიანი უდანაშაულოა და იხდის სასჯელს", - განაცხადა კალაძემ (სიუჟეტი იხ. www.palitratv.ge-ზე).