ოქრუაშვილი თავისუფალია - კვირის პალიტრა

ოქრუაშვილი თავისუფალია

თავდაცვის ყოფილი მინისტრი ირაკლი ოქრუაშვილი პატიმრობიდან გათავისუფლდა. ეს მას შემდეგ მოხდა, რაც პროკურატურამ მას "ჯეოსელისა" და ფულის გათეთრების ეპიზოდებზე ბრალდება მოუხსნა. რაც შეეხება უხარისხო ვაზნების შესყიდვისა და შეიარაღებული ფორმირების შექმნის საქმეებს, ოქრუაშვილს პროკურატურის შუამდგომლობით გირაო შეეფარდა. გათავისუფლების შემდეგ ოქრუაშვილმა განაცხადა, რომ ყოველთვის იმედოვნებდა, სამართლიანობა აღდგებოდა. კითხვაზე, აპირებს თუ არა პოლიტიკაში დაბრუნებას, აღნიშნა, რომ "ასაკიდან გამომდინარე, აქტიური ადამიანია" (ვრცლად იხ. გვ. 12, სიუჟეტი იხ. www.palitratv.ge-ზე).