ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს განსჯადობა ფართოვდება - კვირის პალიტრა

ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს განსჯადობა ფართოვდება

იუსტიციის სამინისტროში, მთავარი პროკურორის ინიციატივით, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში შესატან ცვლილებათა პროექტი მომზადდა.  პროექტის თანახმად, ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს მიერ განსახილველ საქმეებს დაემატება მაღალი თანამდებობის პირთა მიმართ სისხლის სამართლის საქმეები. კერძოდ, სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე და 110-114-ე მუხლებით გათვალისწინებული დანაშაულების გარდა, თბილისისა და ქუთაისის საქალაქო სასამართლოები იმ საქმეებსაც განიხილავენ, რომელთა მიმართ მაღალი საზოგადოებრივი ინტერესი არსებობს.     კანონპროექტის შემუშავების ერთ-ერთ მიზეზად იუსტიციის მინისტრმა ის დაასახელა, რომ ახალი ხელისუფლება დღევანდელ სასამართლოს არ ენდობა.