პოლიციის რებრენდინგი იგეგმება - კვირის პალიტრა

პოლიციის რებრენდინგი იგეგმება

შინაგან საქმეთა მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ინფორმაციით, პოლიციის რებრენდინგი დაახლოებით ერთ თვეში განხორციელდება. მისი თქმით, რებრენდინგი შეეხება როგორც საპატრულო, ისე კრიმინალურ პოლიციას, უბნის ინსპექციას და დაცვის პოლიციას. შეიცვლება მათი სიმბოლოები, ფორმები და სხვა ატრიბუტები. მინისტრის განმარტებით, ამ ყველაფრის მიზანია ის, რომ პოლიცია საზოგადოებას წარუდგეს განახლებული, გაჯანსაღებული, სუფთა სახით და ეს სიმბოლოებიც იყოს ნიშანი, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრო განაგრძობს იმ რეფორმის დასრულებაზე მუშაობას, რომელიც დაიწყო 2004 წელს, თუმცა, შემდეგ სწორად ვეღარ განხორციელდა.