"პატრული ქრთამს იღებს" - კვირის პალიტრა

"პატრული ქრთამს იღებს"

პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, დაფიქსირდა პატრულის მიერ ქრთამის აღების პირველი შემთხვევები. პრეზიდენტის ინფორმაციით, თანამდებობებზე დაბრუნდნენ წარსულში კორუფციასა და კონტრაბანდაში გასვრილი კადრები. სამეგრელოს ერთ-ერთ რაიონში პოლიციის უფროსად დანიშნეს შევარდნაძის დროინდელი კადრი, მეტსახელად "ყულაბა". სააკაშვილის განცხადება კატეგორიულად უარყო შსს-მ და პრეზიდენტს მოუწოდა, თავი შეიკავოს სამართალდამცავი უწყების თანამშრომლების რეპუტაციის შემლახველი განცხადებების გაკეთებისგან, რადგან კონკრეტული ფაქტების მოყვანის გარეშე, ამგვარი განცხადებები ემსახურება პოლიციისა და მთლიანად სამინისტროს მიზანმიმართულ დისკრედიტაციას.