"აღარაფერი მიკვირს" - კვირის პალიტრა

"აღარაფერი მიკვირს"

"მასობრივად ამდენი კრიმინალის გამოშვება დაუშვებელია," - განაცხადა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა, რომელიც პარლამენტის თავმჯდომარის მიერ "ამნისტიის შესახებ" კანონის  ხელმოწერას გამოეხმაურა. "დაუშვებელია რუსეთის ჯაშუშების, რუსეთის მოქალაქეების გამოშვება, რომლებიც პირდაპირ ურტყამდნენ ოკუპირებული ქვეყნის ინტერესებს, დაუშვებელია მეამბოხეების და ძალადობრივი დანაშაულის მონაწილეების გამოშვება. აღარაფერი მიკვირს მაშინ, როცა კიტოვანი თბილისში დასეირნობს და, ალბათ, გაკვირვებით ავლებს თვალს,  როგორ მოხდა, რომ მის მიერ დანგრეული თბილისი ასე სწრაფად აღვადგინეთ. აღარაფერი მიკვირს იმ პირობებში, როდესაც კახა თარგამაძეს აბრუნებენ, რომელიც პირდაპირაა დაკავშირებული რუსეთის სპეცსამსახურებთან",  - აღნიშნა პრეზიდენტმა (სიუჟეტი იხ. www.palitratv.ge-ზე).