"მეტის თქმა არ შეგვიძლია" - კვირის პალიტრა

"მეტის თქმა არ შეგვიძლია"

გავრცელებული ინფორმაციით, ავღანეთში ორი ქართველი ოფიცერი და რამდენიმე ჯარისკაცი დააკავეს. ამ ცნობის თანახმად, ქართველი სამხედროები გიორგი კიკაძის გარდაცვალებასთან დაკავშირებით დააკავეს. თავდაცვის სამინისტროს პრესსამსახური 19 იანვარს  ამ ინფორმაციას არ ადასტურებდა და მხოლოდ იმას აცხადებდა, რომ კიკაძის გარდაცვალების საქმეს სამხედრო პოლიცია იძიებს. აღნიშნულთან დაკავშირებით კომენტარი საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის უფროსის მოადგილემ, ვლადიმერ ჩაჩიბაიამ გააკეთა. ტელეკომპანია "მეცხრე არხის" ეთერში საუბრისას კითხვაზე, ადასტურებს თუ არა სამინისტრო სამხედროების დაკავების შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას, მან აღნიშნა, რომ მიმდინარეობს გამოძიება, საქმეს ადევს გრიფი "საიდუმლო" და ამაზე მეტის თქმა ჯერ არ შეუძლია.