ჩალაგაშვილმა დენი გამორთო?! - კვირის პალიტრა

ჩალაგაშვილმა დენი გამორთო?!

ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი კომისიის თავმჯდომარე გურამ ჩალაგაშვილი თანამდებობრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებაშია ბრალდებული. კერძოდ, შსს-ს ცნობით, 12 იანვარს, ჩალაგაშვილი წყალტუბოს რაიონის სოფელ ქვიტირის რესტორან "ამირანიდან"" დაუკავშირდა ,,ენერგო პრო ჯორჯიის"  წარმომადგენელს და რესტორანში ელექტროენერგიის გათიშვა დაავალა. დენი გამოირთო, რის გამოც ქუთაისში ასობით ოჯახსა და ათამდე კერძო კომპანიას ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდა. თავად ჩალაგაშვილი აცხადებს, რომ დენის გათიშვის განკარგულება მოსახლეობის უსაფრთხოების მიზნით გასცა, რადგან რესტორანში დამწვრის სუნი იგრძნო, რაც სავარაუდოდ ელექტროსადენებით უნდა ყოფილიყო გამოწვეული. ჩალაგაშვილს სასამართლომ 3 000-ლარიანი გირაოს გადახდა დააკისრა.