ებანოიძე აღიარებს - კვირის პალიტრა

ებანოიძე აღიარებს

შემოსავლების სამსახურის ყოფილ მაღალჩინოსნებს ბანკი "ქართუს" გაკოტრების სქემის საქმესთან დაკავშირებით ბრალი წარედგინათ. როგორც დაკითხვის შემდეგ შემოსავლების სამსახურის ყოფილმა უფროსმა ჯაბა ებანოიძემ განაცხადა, დანაშაულს გარკვეულწილად აღიარებს. კიდევ ორი ყოფილი მაღალჩინოსნის, მამუკა ლაშხიასა და ოთარ აგლაძის ადვოკატების, დავით ხაჟალიასა და კახაბერ შონიას განცხადებით, მათი დაცვის ქვეშ მყოფები სრულად აღიარებენ ბრალს. ამავე საქმეზე ბრალი დაუსწრებლად წარედგინა იუსტიციის ყოფილ მინისტრ ზურაბ ადეიშვილს. ბანკი "ქართუს" საქმეზე ძველი თბილისის რაიონის გამგებელ ნიკოლოზ მელიას კი ბრალი ორი მუხლით წაუყენეს, თუმცა, მელია თავს დამნაშავედ არ ცნობს (სიუჟეტი იხ. www.palitratv.ge-ზე).