თეთრაძის საქმეზე პატიმრობა შეეფარდათ - კვირის პალიტრა

თეთრაძის საქმეზე პატიმრობა შეეფარდათ

პოლკოვნიკ სერგო თეთრაძის საქმეზე გლდანის ციხის ადმინისტრაციის ყოფილ თანამშრომლებს: ოლეგ ფაცაციას, ვიქტორ ყაჭეიშვილს, ასევე ყოფილ სამხედრო მაღალჩინოსან მეგის ქარდავას (დაუსწრებლად, რადგან მიმალვაშია) თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით პატიმრობა შეეფარდათ. პროკურატურის ცნობით, სწორედ ფაცაციას, ყაჭეიშვილის, ქარდავასა და გლდანის ციხის ყოფილი დირექტორის, თეთრაძის საქმეზე უკვე მსჯავრდებულ, ასევე მიმალვაში მყოფ ალექსანდრე მუხაძის ორგანიზებით აწამეს თეთრაძე. ამასთან, პროცესზე ფაცაციამ არასათანადო მოპყრობაზე ისაუბრა და განაცხადა, რომ მიუხედავად არაერთი მოთხოვნისა, მასთან გამომძიებელი არ შედის. ის თავს დამნაშავედ არ ცნობს.