პოლიტპატიმრები იმპიჩმენტს ითხოვენ - კვირის პალიტრა

პოლიტპატიმრები იმპიჩმენტს ითხოვენ

პოლიტიკური პატიმრის სტატუსის მქონე პირები პარლამენტს პრეზიდენტის იმპიჩმენტის თხოვნით მიმართავენ. "პოლიტიკოსი, რომლის მიერ დამყარებული რეჟიმის პირობებში ქვეყანაში იყო ასეულობით პოლიტიკური პატიმარი, პოლიტიკოსი, რომლის მიერ ციხეებში დანერგილმა წამების სისტემამ მრავალი ადამიანის სიცოცხლე და ჯანმრთელობა შეიწირა, და პოლიტიკოსი, რომლის პოლიტიკას საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობამ საპარლამენტო არჩევნებში უნდობლობა გამოუცხადა, უნდა გადადგეს თანამდებობიდან", - ნათქვამია პოლიტპატიმართა განცხადებაში (სიუჟეტი იხ. www.palitratv.ge-ზე).