ბედუკაძე დაბრუნდა - კვირის პალიტრა

ბედუკაძე დაბრუნდა

პატიმართა წამების ამსახველი ვიდეოფირის ავტორი, გლდანის ციხის ყოფილი თანამშრომელი ვლადიმერ ბედუკაძე, ბელგიიდან საქართველოში დაბრუნდა. ის თბილისის აეროპორტში დააკავეს და გლდანის ციხეში გადაიყვანეს. მისი ადვოკატის ინფორმაციით, დაკითხვისას ბედუკაძემ საზოგადოებისთვის აქამდე უცნობ ფაქტებზე ისაუბრა და თანამდებობის პირები დაასახელა. ბედუკაძე გამოძიებასთან თანამშრომლობას და მისთვის დამატებითი მასალის მიწოდებას გეგმავს. სასამართლომ ბედუკაძე 2 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა (სიუჟეტი იხ. www.palitratv.ge-ზე).