გოჩიაშვილის სკანდალი - კვირის პალიტრა

გოჩიაშვილის სკანდალი

ახალგაზრდა ჯაზმენი ბექა გოჩიაშვილი და მისი ძმა, ლაშა გოჩიაშვილი შსს-მ მოწმის სახით დაჰკითხა. საქმე ეხება მოქალაქე ნანა დავითაიას სახლის გაძარცვას, საიდანაც სამართალდამცველების ცნობით, 60 000 ევრო, 20 000 ლარი, 10 000 დოლარი და 300 000 აშშ დოლარის ღირებულების ძვირფასეულობაა წაღებული. დაკითხვის შემდეგ გოჩიაშვილმა განცხადება გაავრცელა, რომ დაკითხვისას მასზე ზეწოლას ახდენდნენ. ამასთან დაკავშირებით საპროტესტო აქციაც გაიმართა და აღშფოთება პრეზიდენტმაც გამოხატა. შსს-მ გოჩიაშვილის განცხადების გამო შიდა მოკვლევა ჩაატარა. სამართალდამცავი უწყების განმარტებით, გაირკვა, რომ გოჩიაშვილზე ზეწოლა არ ყოფილა (სიუჟეტი იხ. www.palitratv.ge-ზე).