ვაჩეიშვილი გაათავისუფლეს - კვირის პალიტრა

ვაჩეიშვილი გაათავისუფლეს

კულტურის მინისტრმა გურამ ოდიშარიამ ნიკოლოზ ვაჩეიშვილი კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელის თანამდებობიდან გაათავისუფლა. ამის მიზეზად ბაგრატის ტაძრის რეაბილიტაციასთან დაკავშირებული განსხვავებული ხედვები დასახელდა. კერძოდ, ოდიშარიას თქმით, მას იუნესკოში გამართული შეხვედრებისას განუცხადეს, რომ არ იყო დაცული რეკონსტრუქციის კრიტერიუმები, რაც მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლთა ნუსხიდან ტაძრის ამოღებას განაპირობებს. ვაჩეიშვილი ოდიშარიას არ ეთანხმება და აცხადებს, რომ ბაგრატის ტაძრის რესტავრაცია სწორად ჩატარდა და ვერ დაეთანხმება მოსაზრებას, რომ სჯობდა, ის ნანგრევებად დარჩენილიყო.