საქართველო "ნაწილობრივ თავისუფალია" - კვირის პალიტრა

საქართველო "ნაწილობრივ თავისუფალია"

Freedom House-ის ანგარიშის "თავისუფლება მსოფლიოში" მიხედვით, საქართველო "ნაწილობრივ თავისუფალ" ქვეყნებს შორის დასახელდა. "საქართველოში ძალაუფლების გადაბარება პირველად მოხდა დემოკრატიული არჩევნების გზით, თუმცა, წლის ბოლოს სიტუაცია არცთუ ისე დამაკმაყოფილებელი იყო, რადგან ახალმა მთავრობამ მოკლე ვადაში დააპატიმრა წინა მთავრობის 30 მაღალჩინოსანი, რაც შეფასდა როგორც პოლიტიკურად მოტივირებული სამართლებრივი დევნა", - ნათქვამია ანგარიშში და საქართველო მოხსენიებულია ქვეყნად, სადაც 2012 წელს დემოკრატიული არჩევნები ჩატარდა. ორგანიზაციის აზრით, ევრაზიის ქვეყნებს შორის საქართველოში პოლიტიკური უფლებები შესამჩნევად გაუმჯობესდა.