ივანიშვილის ვიზიტი - კვირის პალიტრა

ივანიშვილის ვიზიტი

აზერბაიჯანის შემდეგ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ოფიციალური ვიზიტით სომხეთს ეწვია. ივანიშვილი სომხეთის პრეზიდენტ სერჟ სარგსიანსა და პრემიერ ტიგრან სარქისიანს შეხვდა. ერევანში გამართულ პრესკონფერენციაზე საქართველოს პრემიერმა განაცხადა, რომ ერევან-თბილისი-სოხუმის რკინიგზის აღდგენა შესაძლებელია, საქართველოსა და სომხეთს შორის ამ თემაზე უთანხმოება არ არსებობს, თუმცა ყველაფერი რუსეთის პოზიციაზეა დამოკიდებული. მისივე თქმით, საქართველო ყარაბაღის კონფლიქტის მშვიდობიანი გზით დარეგულირების მომხრეა. ივანიშვილმა ისიც აღნიშნა, რომ სომხეთი კარგი მაგალითია რუსეთთან, ამერიკასა და NATO-ს სხვა წევრ ქვეყნებთან კარგი ურთიერთობისა. ივანიშვილის ზემოხსენებული განცხადებები "ნაციონალებმა" საგარეო პოლიტიკური ვექტორის შეცვლად მონათლეს (სიუჟეტი იხ. www.palitratv.ge-ზე).