განხილვა ინციდენტით დასრულდა - კვირის პალიტრა

განხილვა ინციდენტით დასრულდა

ზუგდიდსა და ქუთაისში საკონსტიტუციო ცვლილებების განხილვა ინციდენტებით დასრულდა. კერძოდ, ზუგდიდში მოქალაქეების ნაწილი საპარლამენტო უმცირესობის წარმომადგენლებს შენობის დატოვების საშუალებას არ აძლევდა. მათ დეპუტატ აკაკი ბობოხიძეს, რომელიც შენობის დატოვებას საპატრულო პოლიციის დახმარებით ცდილობდა, კვერცხები ესროლეს. აკაკი მინაშვილმა და ნუგზარ წიკლაურმა კი მიმდებარე ტერიტორია დაცვის თანხლებით დატოვეს. მოქალაქეების ნაწილმა მათ მანქანასაც დაუშინა კვერცხები. ქუთაისში, სასტუმრო "ბაგრატში" კი ერთ-ერთი ქალი სასტუმროს წინ შეკრებილ "ქართული ოცნების" მხარდამჭერებთან მივიდა და მათ რუსეთთან ურთიერთობის დათბობა უსაყვედურა, ქალს თავში ჩანთა ჩაარტყეს (სიუჟეტი იხ. www.palitratv.ge-ზე).