"დონ კიხოტი ვიყავი" - კვირის პალიტრა

"დონ კიხოტი ვიყავი"

"მე ვთვლი, რომ ეს მკვლელობა არ იყო", - განაცხადა ირაკლი ოქრუაშვილმა ზურაბ ჟვანიას გარდაცვალების საქმის კომენტირებისას. მისი თქმით, არა აქვს პრეტენზია "ოქროს მოწმეობაზე", რადგან მომხდარიდან დიდი დრო გავიდა. თუმცა, ის არ გამორიცხავს, რომ მოუწევს ჟვანიას საქმეზე ჩვენების მიცემა. რაც შეეხება ბადრი პატარკაციშვილის გარდაცვალებას, ოქრუაშვილის თქმით, ყველაფერი, რაც მან დიდი ხნის წინ ბიზნესმენზე განაცხადა, სიმართლეს შეესაბამება, თუმცა, "არანაირი ვერსიები არა აქვს". ოქრუაშვილმა თავი დონ კიხოტსაც შეადარა. "მაშინ მე დონ კიხოტი ვიყავი, რომელიც წისქვილებს ებრძოდა", - განაცხადა თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა (სიუჟეტი იხ. www.palitratv.ge-ზე).