სკანდალური ვიდეოფირი - კვირის პალიტრა

სკანდალური ვიდეოფირი

პროკურატურის ინფორმაციით, სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის ყოფილი უფროსის, მეგის ქარდავას დავალებითა და ორგანიზებით, ამავე დეპარტამენტის მაღალი თანამდებობის პირები აგროვებდნენ ინფორმაციას სექსუალურ უმცირესობას მიკუთვნებულ მამაკაცებზე, ფარულად და უკანონოდ იღებდნენ მათი პირადი ცხოვრების ამსახველ ვიდეომასალას, რის შემდეგაც კომპრომეტაციის მუქარით, აშანტაჟებდნენ მათ და სპეციალურ სამსახურებთან თანამშრომლობას აიძულებდნენ. "უკანონოდ გადმობირებული კონფიდენტები, თავის მხრივ, ურთიერთობას ამყარებდნენ სექსუალურ უმცირესობას მიკუთვნებულ საზოგადოებისათვის ცნობილ მამაკაცებთან, ისე, რომ ამ უკანასკნელებმა არ იცოდნენ კონსპირაციის შესახებ. იმ მიზნით, რომ ვიდეომასალა არ გასაჯაროებულიყო, კონსპირაციის მსხვერპლი მამაკაცი თანხმდებოდა, რომ გამოემჟღავნებინა თავისი ლოიალური დამოკიდებულება არსებული პოლიტიკური რეჟიმის მიმართ და მონაწილეობა მიეღო ყოფილი ხელისუფლების პოპულარიზაციის მიზნით მოწყობილ სხვადასხვა ღონისძიებაში", - ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.

სამართალდამცავმა უწყებამ შესაბამისი ვიდეოფირიც გაავრცელა, რასაც დიდი აჟიოტაჟი მოჰყვა (სიუჟეტი იხ. www.palitratv.ge-ზე).