"ლოცვა გააძლიერეთ!" - კვირის პალიტრა

"ლოცვა გააძლიერეთ!"

უწმინდესმა და უნეტარესმა, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია II-მ სამების საკათედრო ტაძარში ნათლისღების დღესასწაულის წირვის შემდეგ ქადაგებისას მრევლს ლოცვის გაძლიერებისკენ მოუწოდა. პატრიარქმა მოსკოვის ვიზიტზეც ისაუბრა. "მივდივართ მოსკოვში, საყურადღებო საკითხებზე იქნება მსჯელობა. ილოცეთ, შეავედრეთ საქართველო უფალს და რაც შეგიძლიათ, ილოცეთ "მოწყალებისა კარი განგვიღე", - ბრძანა უწმინდესმა.

ქადაგების შემდეგ პატრიარქმა 26 გვარი დალოცა. სამების ტაძრის ეზოში წყალკურთხევის რიტუალი შესრულდა.