ეგვიპტეში შეტაკებებია - კვირის პალიტრა

ეგვიპტეში შეტაკებებია

ჰოსნი მუბარაქის რეჟიმის  დამხობის მეორე წლისთავზე ეგვიპტეში კვლავ არეულობა დაიწყო. ქაიროში და ეგვიპტის სხვა ქალაქებში ასეულობით ათასი ადამიანი ქუჩაში გავიდა. ისინი პრეზიდენტ მუჰამედ მურსის გადადგომას მოითხოვენ და მას რევოლუციის იდეის ღალატში ადანაშაულებენ. ქაიროში დემონსტრანტებმა შსს-სა და პრეზიდენტის რეზიდენციის შტურმით აღება სცადეს. Pპოლიციამ ცრემლსადენი გაზი გამოიყენა. მსხვერპლით დასრულდა შეტაკება ქალაქ სუეცში, სადაც სამართალდამცველებმა დემონსტრანტებს ცეცხლი გაუხსნეს. ეგვიპტეში ასეულობით მაღაზია გაძარცვეს. Aასევე, მომიტინგეებმა მმართველი პარტიის "ძმები მუსლიმანების" ოფისები გადაწვეს.