მძღოლები გაიფიცნენ - კვირის პალიტრა

მძღოლები გაიფიცნენ

თბილისში სამარშრუტო ტაქსების მძღოლები გაიფიცნენ. მათი მოთხოვნებია ჩატარებული ტენდერის შედეგების გაუქმება, ფიქსირებული ყოველდღიური გადასახადის შემცირება 20 ლარამდე, მგზავრობის ღირებულების შემცირება 30-დან 50 თეთრამდე და უფლება, სურვილისამებრ შეარჩიონ პროფილაქტიკის ობიექტი. მძღოლები გიგი უგულავასთან შეხვედრას მოითხოვდნენ, რომელიც მათი თქმით, დაყრუვდა და გაფიცულების არ ესმის. "თბილისის მიკროავტობუსმა" გაფიცვას ჯერ პროვოკაცია უწოდა, შემდეგ კი, განაცხადა, რომ მძღოლებთან მოლაპარაკებისთვის მზადაა.