"დიალოგი შეუძლებელია - კვირის პალიტრა

"დიალოგი შეუძლებელია

გიგი უგულავა აცხადებს, რომ მთავრობასთან დიალოგი პრაქტიკულად შეუძლებელია. უგულავას ცნობით, კაჩინსკის სახელობის სკვერის ტერიტორიაზე თავის დროზე დემონსტრირებული ბენზინგასამართი სადგურის ყოფილი მეპატრონის საჩივრის საფუძველზე პროკურატურას საქმე აქვს აღძრული და იძიებს, რატომ აშენდა სკვერი. "ეს პიროვნება სახელმწიფოს ედავება 300 000 ლარს. მე დარწმუნებული ვარ,  ეს არის ფულის გამოძალვის მცდელობა და შემდეგ ვიღაც გამომძიებლებისთვის ატკატის სახით თანხის მიცემა. ამას სხვა ლეგალური სახე არ გააჩნია. ამ მთავრობასთან დიალოგი პრაქტიკულად შეუძლებელია, ამიტომ რიტორიკულ კითხვას დავსვამ: როდის დაამთავრებს ახალი მთავრობა აი, ამ ჩუკენობას და როდის გადავა რეალური საქმის კეთებაზე", - განაცხადა უგულავამ (სიუჟეტი იხ. www.palitratv.ge-ზე).