ჩოჩელის საქმე - კვირის პალიტრა

ჩოჩელის საქმე

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა მცხეთა-მთიანეთის ყოფილი გუბერნატორი ჩეზარ ჩოჩელი დააკავა. გამოძიება მას უკანონო შემოსავლების ლეგალიზაციასა და სამეწარმეო საქმიანობაში უკანონო მონაწილეობაში ადანაშაულებს. გამოძიების ინფორმაციით, ცეზარ ჩოჩელი გუბერნატორობისას უკანონოდ მონაწილეობდა შპს "ნიუ ენერჯის" საქმიანობაში, მას მფარველობდა და სანაცვლოდ  უკანონოდ იღებდა დიდი ოდენობით შემოსავალს, რასაც ფულის გათეთრების გზით აძლევდა კანონიერ სახეს. "ნაციონალებმა" ჩოჩელის დაკავება პოლიტიკურ ანგარიშსწორებად მონათლეს. სასამართლომ ჩოჩელს 200 ათას-ლარიანი გირაო შეუფარდა (სიუჟეტი იხ. www.palitratv.ge-ზე).