ჩახალიანი გათავისუფლდა - კვირის პალიტრა

ჩახალიანი გათავისუფლდა

"ჯავახქის" ერთ-ერთი დამფუძნებელი ვაჰაგან ჩახალიანი ამნისტიის საფუძველზე გათავისუფლდა. მისდამი წაყენებულ ბრალდებას, - იარაღის უკანონოდ შენახვასა და ხულიგნობას - ამნისტია შეეხო. პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, რომ ჩახალიანი ბიძინა ივანიშვილის პირადი გადაწყვეტილებით გათავისუფლდა, რაც ძალიან მძიმე შეცდომაა. "როგორც გაირკვა, ეს ადამიანი გაათავისუფლეს სომხეთის კათოლიკოს გარეგინ მეორის თხოვნით, რომლითაც მან მიმართა პრემიერ-მინისტრს. Pპრემიერი ვერ გაექცევა პასუხისმგებლობას ერთპიროვნული გადაწყვეტილების მიღების გამო". - განაცხადა სააკაშვილმა. მისივე განმარტებით, ჩახალიანი საქართველოს სახელმწიფოს მტერი და უშუალოდ რუსეთის სპეცსამსახურების წარმომადგენელია. საპასუხოდ, ივანიშვილმა განაცხადა, რომ ის არ განსაზღვრავს პატიმრების გათავისუფლებას და დაჭერას.