საზარელი მასალები გვაქვს - კვირის პალიტრა

საზარელი მასალები გვაქვს

მთავარი პროკურორის, არჩილ კბილაშვილის განცხადებით, სამართალდამცველებს აქვთ უამრავი  ინფორმაცია და მასალები, რომლის გაფიქრებაც კი ადამიანს შეზარავს. "წარმოიდგინეთ, როცა პატიმარს აყურებინებენ მისი ოჯახის წევრის გაუპატიურებას, წარმოიდგინეთ შემთხვევა, როცა მიწაში ადამიანს ყელამდე ფლავენ და მის თავზე, ასე ვთქვათ, ბუნებრივ მოთხოვნილებებს იკმაყოფილებენ. ამ ყველაფერზე გამოძიება მიმდინარეობს. მინდა ვთქვა, რომ წინა ხელისუფლების ავადმყოფური ქცევის ფანტაზიას საზღვარი არ აქვს. ჩვენ საოცრად არაადეკვატური და ძნელად განსაჭვრეტი რეალობის მხილველები ვართ, მაგრამ უკვე გაკვირვების სიმპტომიც კი გაგვიქრა", - განაცხადა კბილაშვილმა (სიუჟეტი იხ. www.palitratv.ge-ზე).