პრეზიდენტს აღარ ავირჩევთ? - კვირის პალიტრა

პრეზიდენტს აღარ ავირჩევთ?

იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის ხელმძღვანელ ვახტანგ ხმალაძის განცხადებით, თუ არსებული საკონსტიტუციო მოდელი საპარლამენტო რესპუბლიკის კლასიკური ვარიანტით შეიცვლება, უმჯობესი იქნება, თუ პრეზიდენტი არაპირდაპირი წესით აირჩევა. "საპარლამენტო რესპუბლიკაში პრეზიდენტი არ არის აღმასრულებელი ფუნქციის მატარებელი. შესაბამისად, ვერ ექნება ქვეყნის განვითარების პროგრამა. მას არანაირი ბერკეტი არ გააჩნია და რა თემაზე უნდა გამართოს შეხვედრა ამომრჩეველთან?!", - განაცხადა ხმალაძემ. თუმცა ხაზი გაუსვა, რომ ამ მიმართულებით არანაირი ოფიციალური წინადადება წარდგენილი არ არის.