ღარიბაშვილი ახალ გარემოებებზე ლაპარაკობს - კვირის პალიტრა

ღარიბაშვილი ახალ გარემოებებზე ლაპარაკობს

შინაგან საქმეთა მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, გურჯაანის რაიონის სოფელ კოლაგში 10 თვის ბარბარე რაფალიანცის გარდაცვალების საქმეში გამოძიებამ სერიოზულ ახალ გარემოებებს მიაკვლია. "სამწუხაროდ, კიდევ ერთხელ უნდა გავიმეორო, რომ ამ ინციდენტზე არ მომხდარა სწრაფი რეაგირება და საგამოძიებო სამუშაოები არ ჩატარებულა ცხელ კვალზე, რის გამოც გამოძიება იმ ეტაპისთვის ჩიხში შევიდა. ახლა გამოძიება მიმდინარეობს და გამოიკვეთა კიდეც სერიოზული და ახალი გარემოებები, თუმცა ჯერ კიდევ თავს შევიკავებ ამ საკითხზე დამატებითი კომენტარის გაკეთებისგან", - განუცხადა ღარიბაშვილმა ჟურნალისტებს (სიუჟეტი იხ. www.palitratv.ge-ზე).