"კულტურული რევოლუცია" - კვირის პალიტრა

"კულტურული რევოლუცია"

თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის დირექტორმა დავით საყვარელიძემ თანამდებობა დატოვა,  რუსთაველის თეატრის მმართველის თანამდებობა დატოვა ზაალ ჩიქობავამაც. კულტურის მინისტრ გურამ ოდიშარიას განცხადებით, საყვარელიძეს ოპერის სამხატვრო ხელმძღვანელობა შესთავაზეს, რაზეც უარი თქვა. რაც შეეხება ჩიქობავას, ოდიშარიას განმარტებით, თეატრს განვითარება სჭირდება, აწ უკვე ყოფილი მმართველი და რობერტ სტურუა კი შეთანხმებას ვერ ახერხებდნენ. თუმცა თავად ჩიქობავას განცხადებით, მმართველის თანამდებობიდან მისი გათავისუფლება პოლიტიკური გადაწყვეტილებაა და ამ მიზნით მასზე ზეწოლა არჩევნების შემდეგ დაიწყო. რუსთაველის თეატრის მმართველის თანამდებობას, სავარაუდოდ, რობერტ სტურუა დაიკავებს. ამასთან, მინისტრის ინფორმაციით, თანამდებობებს ინარჩუნებენ ეროვნული მუსიკალური ცენტრისა და ოპერის დასის ხელმძღვანელები - ნიკა რაჭველი და ნინო ანანიაშვილი.