გაუგებრობა მთავრობაში - კვირის პალიტრა

გაუგებრობა მთავრობაში

თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ალასანიამ ერთ-ერთ ტელეინტერვიუში განაცხადა, რომ საპრეზიდენტო კანდიდატთან დაკავშირებით ბიძინა ივანიშვილთან მძიმე საუბარი ჰქონდა. მეორე დღეს კი გამოქვეყნდა პრემიერის ბრძანება, რომლის მიხედვითაც, ალასანიას ვიცე-პრემიერის უფლებამოსილება შეუწყდა. ივანიშვილის თქმით, ალასანიას მოუვიდა შეცდომა, როდესაც საპრეზიდენტო კანდიდატურის საკითხის განხილვა თავის პარტიასთან დაიწყო.„მან თავის გუნდში განიხილა, შეიძლებოდა თუ არა წამოეყენებინა თავისი კანდიდატურა პრეზიდენტად. მერე მოხდა ისე, როგორც საქართველოში ხდება.  ვიწრო წრეში ნათქვამი გავიდა, გავიდა და იმით დასრულდა, რომ ამაზე ერევანში მეკითხებოდნენ უკვე ჟურნალისტები", - განაცხადა ივანიშვილმა და აღნიშნა, რომ სწორედ ამ ჭორებს შეეწირა ალასანიას ვიცე-პრემიერობა. პრემიერის თქმით, ალასანიასთვის არ იქნებოდა ცუდი, თუ უფრო მეტ ყურადღებას დაუთმობს თავდაცვის სამინისტროს (სიუჟეტი იხ. www.palitratv.ge-ზე).