ვაშაკიძე გადადგა - კვირის პალიტრა

ვაშაკიძე გადადგა

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ნიკოლოზ ვაშაკიძემ თანამდებობა დატოვა. ვაშაკიძემ კატეგორიულად უარყო ვერსია, რომ მისი წამოსვლა "ნაციონალების" ფარული კომბინაცია იყო. მისი თქმით, გარკვეული კითხვები გაუჩინა ბიძინა ივანიშვილის სომხეთში გაკეთებულმა განცხადებებმა, განსაკუთრებით იმ ეპიზოდმა, რომლის მიხედვითაც, სომხეთის საგარეო პოლიტიკა სამაგალითოა. ივანიშვილის თქმით კი, ვაშაკიძე თავისი ნებით წავიდა, მაგრამ მან იგრძნო პრემიერის დამოკიდებულება მისადმი. მისი განმარტებით, სომხეთში გამგზავრებამდე ის ორჯერ შეხვდა ვაშაკიძეს ვიზიტისთვის მომზადების ფარგლებში და მინისტრის მოადგილემ განსახილველ საკითხებს შორის არ შეიტანა აქტუალური, აფხაზეთის რკინიგზის საკითხი. "მითხრა,  მზად არ ვარო. ორ დღეში მივდიოდი სომხეთში და როდესაც ვკითხე, როდის გექნება მზაობა-მეთქი, მიპასუხა, ერთი კვირის შემდგომო. ძალიან არასერიოზული პასუხი გამცა ძალიან სერიოზულ კითხვაზე", - განაცხადა ივანიშვილმა.