შეხვედრა დავოსში - კვირის პალიტრა

შეხვედრა დავოსში

პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი დავოსში მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმს დაესწრო. ივანიშვილი ვიზიტის ფარგლებში შეხვდა უკრაინის პრეზიდენტ ვიქტორ იანუკოვიჩს, ისრაელის პრემიერ შიმონ პერესს, სხვა სახელმწიფოების ლიდერებსა და ბიზნესწრეების წარმომადგენლებს. საქართველოს პრემიერი დავოსში თავის რუს კოლეგა დმიტრი მედვედევსაც გაესაუბრა. ივანიშვილმა იმედი გამოთქვა, რომ მედვედევთან შეხვედრა არაერთხელ მოუწევს. საბოლოოდ, პრემიერმა დავოსში ვიზიტი ნაყოფიერად შეაფასა. "გპირდებით, რომ მთავრობაში ჩვენი მოსვლის მეორე წელი იქნება კარგი, მესამე ძალიან კარგი, მეოთხეზე კი ჭეშმარიტად უნდა ვიგრძნოთ, რომ შეიცვალა სიტუაცია. მოვიდა სამართლიანი და ევროპული ტიპის ხელისუფლება. აი, ეს პრეტენზია გვაქვს ჩვენ და ამას ვაჩვენებთ საქართველოსაც და მსოფლიოსაც"", - აღნიშნა ივანიშვილმა (სიუჟეტი იხ. www.palitratv.ge-ზე).