ტრაგედია ბრაზილიაში - კვირის პალიტრა

ტრაგედია ბრაზილიაში

ბრაზილიის ქალაქ სანტა-მარიას კლუბში ხანძარს 234 კაცი ემსხვერპლა. კლუბში როკჯგუფი პიროტექნიკის გამოყენებით კონცერტს მართავდა და ხანძრის გამომწვევი სწორედ პიროტექნიკა იყო. კლუბში ცეცხლი ძალიან სწრაფად გავრცელდა. მდგომარეობა იმანაც გაართულა, რომ შენობას სათადარიგო გასასვლელები არ ჰქონდა. ერთადერთი კარი საპირფარეშოსთან იყო. პანიკაში ბევრ ადამიანს გზა აერია და საპირფარეშოში შევარდა. მოგვიანებით, იქ 50 ცხედარი აღმოაჩინეს. ხანძრის შედეგად 100-ზე მეტმა ადამიანმა დამწვრობა მიიღო. კლუბის მეპატრონემ ტრაგედიის მასშტაბის შეტყობის შემდეგ თვითმკვლელობა სცადა (სიუჟეტი იხ. www.palitratv.ge-ზე).