გასროლა ერევანში - კვირის პალიტრა

გასროლა ერევანში

ერევანში ყოფილი დისიდენტი, სომხეთის პრეზიდენტობის კანდიდატი პარუირ აირიკიანი დაჭრეს. აირიკიანი თავისი ოფისიდან გამოდიოდა, როდესაც ზურგიდან უცნობი მამაკაცი მიუახლოვდა და ორჯერ ესროლა. თავდამსხმელი მიიმალა. დაჭრილი პრეზიდენტობის კანდიდატი საავადმყოფოში გადაიყვანეს. სომხეთის ხელისუფლების განცხადებით, მომხდარის მიზანი საპრეზიდენტო არჩევნების დისკრედიტაცია და სახელმწიფოებრიობაზე დარტყმა იყო. სამართალდამცავებს ვერსიებზე საუბარი უჭირთ. აირიკიანი თითქმის ყველა საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობდა, თუმცა სერიოზულ შედეგს ვერასოდეს მიაღწია.