ლომინაძის საქმეს გადახედავენ
პროკურატურამ "თელასის" მენეჯერის ნიკა ლომინაძის მკვლელობაში ბრალდებულის, გიორგი გვიჩიანის ადვოკატს, გელა ნიკოლაიშვილს გადასცა მტკიცებულებები, რომელთაც ის სასამართლოში წარადგენს, რათა საქმეს თავიდან გადახედონ. კერძოდ, თავის დროზე მკვლელობაში ბრალდებული გიორგი გვიჩიანის ადვოკატმა გელა ნიკოლაიშვილმა ამერიკაში ექსპერტიზისთვის გადაგზავნა ლომინაძის მკვლელობის ადგილიდან მოპოვებული სიგარეტის ნამწვავები და თითის ანაბეჭდები. პროკურატურის ინფორმაციით, ამერიკაში ჩატარებული ექსპერტიზის დასკვნა არ ემთხვევა საქმეში არსებულს, რომლის მიხედვით, სიგარეტის ნამწვები და თითის ანაბეჭდები მკვლელობისთვის მსჯავრდადებულების მკვლელობის ადგილზე ყოფნას ადასტურებს. ეს დასკვნა თავის
დროზე ჰქონდათ სამართალდამცავებს, მაგრამ სასამართლოში არ წარუდგენიათ. პროკურატურამ საქმე სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების მუხლით აღძრა.

მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

საერთო ჯამში როგორ შეაფასებთ 2019 წელს საქართველოსთვის?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
საერთო ჯამში როგორ შეაფასებთ 2019 წელს საქართველოსთვის?