შეთანხმებას მიაღწიეს - კვირის პალიტრა

შეთანხმებას მიაღწიეს

მიკროავტობუსების გაფიცულმა მძღოლებმა და "თბილისის მიკროავტობუსმა" შეთანხმებას მიაღწიეს და თბილისში მძღოლების ერთკვირიანი გაფიცვა შეწყდა. კერძოდ, შეთანხმების მიხედვით, თებერვალში 7 დღის განმავლობაში მძღოლები გადასახადს არ გადაიხდიან, მარტამდე კი ჩატარდება მონიტორინგი, რომლის შემდეგაც ახლებურად განისაზღვრება დღიური გეგმის გადახდის სქემა. ამასთან, გაფიცვის პერიოდში აღსრულების ბიურომ "თიბისი ბანკის" მიმართ დავალიანების გამო 150 მიკროავტობუსი დააყადაღა. თუმცა შემდეგ ყადაღის მოხსნა თავად ბანკმა მოითხოვა.

მძღოლების გაფიცვას თბილისის მერმა გიგი უგულავამ "მართული პროტესტი" უწოდა და "გარკვეული ძალები" დედაქალაქის პარალიზების მცდელობაში დაადანაშაულა.