შეთანხმებას მიაღწიეს
04-02-2013
შეთანხმებას მიაღწიეს
მიკროავტობუსების გაფიცულმა მძღოლებმა და "თბილისის მიკროავტობუსმა" შეთანხმებას მიაღწიეს და თბილისში მძღოლების ერთკვირიანი გაფიცვა შეწყდა. კერძოდ, შეთანხმების მიხედვით, თებერვალში 7 დღის განმავლობაში მძღოლები გადასახადს არ გადაიხდიან, მარტამდე კი ჩატარდება მონიტორინგი, რომლის შემდეგაც ახლებურად განისაზღვრება დღიური გეგმის გადახდის სქემა. ამასთან, გაფიცვის პერიოდში აღსრულების ბიურომ "თიბისი ბანკის" მიმართ დავალიანების გამო 150 მიკროავტობუსი დააყადაღა. თუმცა შემდეგ ყადაღის მოხსნა თავად ბანკმა მოითხოვა.
მძღოლების გაფიცვას თბილისის მერმა გიგი უგულავამ "მართული პროტესტი" უწოდა და "გარკვეული ძალები" დედაქალაქის
პარალიზების მცდელობაში დაადანაშაულა.

მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით
როგორ შეაფასებთ  იმ მაჟორიტარების პოზიციას, რომლებიც მხარს არ უჭერენ პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის კანონპროექტს?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
როგორ შეაფასებთ იმ მაჟორიტარების პოზიციას, რომლებიც მხარს არ უჭერენ პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის კანონპროექტს?